სხვა კომერციული ტექნიკა

კომპანია ჯი დი ჯი გრუპი თავის მომხმარებლებს ავტო დამტვირთველი ტექნიკის გარდა, სთავაზობს სხვა კომერციულ ტექნიკას. დაგროვილმა გამოცდილებამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენს დამკვეთებს სხვა ტექნიკის და მომსახურების მიწოდებითაც დავდგომოდით გვერდში, ისეთივე ხარისხით, როგორც ამას აქამდე ვახორციელებდით.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ ელექტრო გენერატორები დიზელზე, გაზზე, ბენზინზე. რომელიც თქვენივე შერჩევით შეიძლება იყოს ხმის დამხშობი კაბინით და ავტომატური სტარტით. ასევე უწყვეტი ელექტრო ენერგიის კვების წყაროები - იუ-პი-ეს-ები, მაღალი ძაბვის რეგულატორები, საწარმოო და სამედიცინო ინსინერატორები, ვერტიკალური პარკინგ ლიფტები

რაც შეეხება მომსახურებას, ყველა ზემოთ ხსენებულ ტექნიკას მოგაწვდით და დავამონტაჟებთ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, მოვახდენთ ობიექტის წინასწარ ინსპექტირებას და პროექტის დაგეგმვას, განხორციელებას და შემდგომ მონიტორინგს.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული კომერციული ტექნიკა გამოიყენება ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: კვების მრეწველობა, ვაჭრობა, დისტრიბუცია, საწყობები, ჯანდაცვის ობიექტები, კერძო აგარაკები და ა.შ.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე +995(595)220823 ან მოგვწერეთ sales@gdggroup.ge