loading

ძლიერი პარტნიორები. საიმედო ტექნიკა.

სატვირთველები  საჭირო ოპერაციისთვის ყველგან და ყველასთვის!

გაბედული – ასე  ერთი სიტყვით შეიძლება იქნას დახასიათებული ბრენდი Hyster. როდესაც ტვირთგადამუშავების მოწყობილობა მოითხოვს საიმედოობას, როცა მაღალი კლასი ეს მხოლოდ სიმტკიცე და გამძლეობაა,  პასუხი მხოლოდ ერთია – Hyster - საუკეთესო ხარისხის სატვირთველები მსიფლიოში. Hyster–ის პროდუქცია  – ეს არის ინოვაციური დიზაინის, ძლიერი სამრეწველო კომპონენტებისა და თანამედროვე მიღწევებით აღჭურვილი წარმოებისა და ტესტირების კომბინაცია.

Hyster - ჩანგლიანი სატვირთველების მოწინავე მიმწოდებელი და ერთ–ერთი ყველაზე კარგად ცნობილი სახელია ამ ინდუსტრიაში.

Hyster გთავაზობთ დატვირთვა–გადმოტვირთვის მოწყობილობების ფართო ასორტიმენტს: როგორც უმსხვილესი კონტეინერების სატვირთველებსა და რიჩსტაკერებს, ასევე სხვადასხვა ტიპისა და ზომის ინდუსტრიულ ორკაპა სატვირთველებსა  და განსაკუთრებულ სასაწყობე აღჭურვილობას.

ექსპერტთა კონსულტაციები და სწრაფი რეაგირების  სერვისების ადგილზე მიწოდება ხდება ორკაპა ტვირთამწევების სადისრტიბუციო პარტნიორების მსოფლიო ქსელის მეშვეობით. პროდუქციის სრული კომპლექტის არსებობა და სხვადასხვა გადაწყვეტები ერთობლივად ხელს უწყობს ეფექტურობის ამაღლებას, დანახარჯების შემცირებასა და მასალების ნაკადის დაჩქარებას.

  • ბრენდის განვითარების 80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში  Hyster-ის ისტორია მოიცავს მნიშვნელოვან მოვლენათა ჩამონათვალს.  იგი დღეს  130–ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.
  • ბრენდი Hyster –ს სახელს კიდევ უფრო ამყარებს NACCO- ს მასალების გადატანის ჯგუფის  სიძლიერე გლობალური მასშტაბით და დედისეული კომპანიის მხარდაჭერა.
  • Hyster – ახდენს პროდუქციის დიზაინს, შემუშავებასა და წარმოებას და უზრუნველყოფს მხარდაჭერას თანმიმდევრული გლობალური ოპერაციების მეშვეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Hyster  პროდუქტების დისტრიბუცია და მხარდაჭერა ორგანიზებულია მსოფლიოს შემდეგ მსხვილ რეგიონებში:

• ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა და ინდოეთი

• ჩრდილოეთ ამერიკა და კანადა

  • ლათინური ამერიკა

• ბრაზილია

• აზია

• წყნარი ოკეანე

• ჩინეთი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.hyster.com